CNN- ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.
„ვიცოდი, რომ ტრამპი ქვეყანას დაანგრევდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილი დანგრევა მოხდებოდა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ინფორმაციისთვის, ტრამპი თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევას აპირებს საბანკეტო დარბაზის ასაშენებლად.
„ტრამპმა დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ხალხის სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, ჩვენს დემოკრატიას“,_აცხადებს ჯო ბაიდენი.





























































