დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, არსებობს ძალიან, ძლიერი მტკიცებულება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.
,,არსებობს ძალიან ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ჩადენილია სამხედრო დანაშაულები და რომ მათ უკან ვლადიმერ პუტინი დგას, „ომის დამნაშავეა“. – თქვა ტრასმა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აგროვებს მტკიცებულებებს, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი პასუხს აგებს ამ დანაშაულებისთვის.
”ეს, საბოლოოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეა, გადაწყვიტოს ვინ არის და ვინ არ არის ომის დამნაშავე, ჩვენ მოვიტანთ მტკიცებულებებს. ეს არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ მომენტში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ”, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა.
როგორც CNN-მა დაწერა, პირველად დასმულ კითხვაზე — არის თუ არა პუტინი “ომის დამნაშავე”, ბაიდენმა უარყოფითი პასუხი გასცა. თუმცა, კითხვის დასაზუსტებლად ჟურნალისტებთან მიბრუნდა და როცა იგივე კითხვა გაუმეორეს, თქვა, რომ პუტინი “ომის კრიმინალია.
ავტორი: მერაბ ცაავა