ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა წინ როულინგმა განაცხადა, რომ მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია „Lumos“, უკრაინის ობოლ ბავშვთა დასახმარებლად საკვების, მედიკამენტებისა და ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებისთვის თანხას აგროვებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია სხვადასხვა გზას ეძებს, რათა ბავშვებს უკრაინის დატოვებაში დაეხმაროს.
მწერალმა მზაობა გამოთქვა, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შეგროვებულ თანხას თავად მაქსიმუმ £1 მილიონი დაუმატოს.
„შეგროვებულ თანხას £1 მილიონის ფარგლებში პირადად გავაორმაგებ. დიდი მადლობა მათ, ვინც თანხა უკვე გაიღო. თქვენ „Lumos“-ს უზრუნველყოფთ შესაძლებლობით, რომ უკრაინაში ყველაზე დაუცველ ბავშვებს აუცილებელი დახმარება გავუწიოთ“, – განაცხადა ჯოან როულინგმა.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე