ცნობილმა მსახიობმა, 60 წლის ჯოდი ფოსტერმა, უფროსი კოლეგა, 76 წლის შერი სასტიკად გააკრიტიკა.
შერილინ სარქისიანი ასაკს არ ურიგდება და ყოველწლიურად პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებს.
ჯოდი ფოსტერი შერის იმის გამო კიცხავს, რომ კოსმეტიკურ ქირურგიას ხშირად მიმართავს. ფოსტერის მტკიცებით, ის, ვინც ასაკთან ბრძოლას იწყებს, დამარცხებისთვის არის განწირული.
„როცა მსახიობი ხარ, ხშირად ადარებ ერთმანეთს ახალ ფოტოებს და ძველებს. ყოველ ჯერზე გაოცებული რჩები, რომ ნაოჭები მოგემატა. 40-დან 50 წლამდე ასაკი ძალიან რთულია და სულაც არ მსურს, ამ პერიოდს გადავახტე. არ მინდა, წინასწარ განწირულ ბრძოლაში ჩავება და არ მინდა შერის დავემსგავსო“, – განაცხადა ჯოდი ფოსტერმა.
ავტორი