“ჯოჯოხეთი ვნახე საკუთარი თვალით, ხალხო.
მთელი სხეული მიკანკალებდა, რომ მივუახლოვდი, მერე ძლივს ძალა მოვიკრიბე, გადმოვცალე თქვენი გამოგზავნილი დახმარება და რომ გაიგეს საქართველოდან ვარ, აღარ გამომიშვეს.
დიდ ხანს ვიტირეთ ცრემლდამშრალმა ხალხმა!
ჩვენი მებრძოლის ოჯახის და საქართველოს სიყვარულის ნიშნად, გლოვის მთავარ ადგილას ჩვენი დროშა დაკიდეს.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!“_ წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.