დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში, ჯომარდობისას მდინარემ ორი ადამიანი გაიტაცა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთს კი, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ჯგუფები. სამძებრო სამუშაოები ხეობაში ამ წუთებშიც გრძელდება.
ბოლო დღეებში მთაში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდებულია.