ჯომარდობის დროს კოსტარიკაში 5 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაღუპულებიდან 4 ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.
როგორც ცნობილია, მათ ჯომარდობის დროს ნავი ამოუყირავდათ.
გავრცელებული ცნობით, ჯომარდობაში 3 ნავი, 14 ტურისტი და 5 გიდი მონაწილეობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წვიმების შედეგად მდინარე ადიდებული იყო.