მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი ჯონ როკფელერი 1937 წელს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი ქონება 1,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც დღევანდელი ნიხრით 300 მილიარდს აჭარბებს.
ზღაპრული სიმდიდრის მიუხედავად, როკფელერი ასკეტური ცხოვრების წესის მიმდევარი იყო, ასევე აცხოვრებდა თავის მრავალრიცხოვან ოჯახს. მისი შვილები იხსენებდნენ, რომ მათ ირგვლივ ყველა და ყველაფერი მიუთითებდა ფულზე, რომელიც ბავშვებისთვის მიუწვდომელი იყო.
ჯონ როკფელერს ერთი ვაჟი და ოთხი გოგონა ჰყავდა. თავიანთი “ჯიბის” ფულის გამომუშავება ბავშვებს მძიმე შრომით უხდებოდათ.
თითოეულ მოკლულ ბუზზე ისინი 2 ცენტს იღებდნენ, ფანქრის წათლისთვის 10 ცენტი ერგებოდათ, ხოლო ფორტეპიანოსთან გატარებული ყოველი საათისათვის 5 ცენტით ჯილდოვდებოდნენ. თუ დღის განმავლობაში ტკბილეულის მირთმევისგან შეიკავებდნენ თავს, მამა მათ 2 ცენტს ჩუქნიდა. გასამრჯელოს იღებდა ისიც, ვინც საღამო ხანს ოთახებს ჩამოივლიდა და ტყუილუბრალოდ ანთებულ ნათურებს ჩააქრობდა. ამგვარი აღზრდის შედეგად მილიარდერის მემკვიდრეები მთელი სიცოცხლე სხვადასხვა სახის ნერვული დაავადებებით იტანჯებოდნენ.
მოგვიანებით ჯონ როკფელერ-უმცროსმა მამამისის აღზრდის მეთოდები საკუთარ შვილებთან გამოიყენა: იგი 10 ცენტით ასაჩუქრებდა მათ, თუკი სახლში თაგვს მოინადირებდნენ.
ავტორი