გამოცემა „The Guardian“-ის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი ისევ სასამართლოში უჩივის თავის ყოფილ ცოლს, ემბერ ჰერდს, რომელიც მას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ჯონი დეპს ყოფილი ცოლისგან ცილისწამებისთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება სურს. პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მას დეპიც და ჰერდიც ესწრებიან.
ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი 2016 წელს დაქორწინდნენ, შემდეგ კი ჰერდმა ყოფილი ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.
სკანდალის გამო დეპმა დაკარგა როლები კინოპროექტებში „ფანტასტიკურ ცხოველები“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები“.
ავტორი