“ბორის ჯონსონ, გამაგრდით! საქართველო თქვენ გვერდითაა” _ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს. მიმართვას სალომე ზურაბიშვილის ტვიტერით ავრცელებს.
“ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19-ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას”, — წერს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერის მეშვეობით.