რამდენიმე დღის წინ, ჯორჯ კლუნის ახალი ფილმის „ბიჭები ნავში“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა.
ეს სურათი სპორტულ თემაზეა აგებული და რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.
ფილმის მთავარი გმირები ამერიკელი სტუდენტები არიან, რომლებმაც 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადაზე ნიჩბოსნობაში შეჯიბრი მოიგეს.
ჯორჯ კლუნი სურათის რეჟისორია.
მთავარ როლებს სურათში კალუმ ტერნერი და ჯოელ ეჯერტონი ასრულებენ.
ფილმის პრემიერა 25 დეკემბერს შედგება.
ავტორი