უკრაინას მხარდაჭერა მსოფლიოში მოღვაწე არაერთმა პიროვნებამ დაუჭირა, მათ შორის მოქმედმა სპორტსმენმაც.
იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს შემდეგნაირად გამოეხმაურა:
„ბოლომდე ვიმედოვნებდი, რომ უკრაინაში საქმე საომარ დაპირისპირებამდე არ მივიდოდა და კრიზისი კონფლიქტში არ გადაიზრდებოდა.
იმედი მაქვს, რომ დომინოს ეფექტი არ ამოქმედდება და დიპლომატია შეძლებს განკურნოს ასეთი სერიოზული ჭრილობა. ჩემი ფიქრები და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ომის მსხვერპლნი არიან.“
[sexy_author_bio]