ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სოფელ ჯუმათში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარეობს ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით ბოგილის 1 468 გრძივი მ. გზის მშენებლობა.
სამუშაოებს შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია: გზის მოასფალტება, ხიდების, სანიაღვრე არხების, მილხიდებისა და მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელების მოწყობა.
მერი მშენებელი კომპანიის წამომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებსაც გაეცნო და შესაბამის სამსახურებს მათი გამოსწორების შესახებ მითითება მისცა.
სამუშაოების ღირებულება 392 600 ლარს შეადგენს. (R)
































































