ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 2 აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის რამდენიმე ჟურნალისტი და ფოტოგრაფია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პირველი აფეთქება თავდამსხმელმა მოტოციკლეტიდან გაახორციელა, 15 წუთში კი მეორე აფეთქება მოხდა, როდესაც შემთხვევის ადგილას ხალხი უკვე შეგროვილი იყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაახორციელა.