ალბათ, ძნელად თუ ვინმეს წარმოუდგენია პლასტიკური ფული, მაგრამ ახლო მომავალში ეს სულაც აღარ იქნება გასაკვირი.
საქმე იმაშია, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა 3-წლიანი მუშაობის შედეგად დაადგინეს, რომ პლასტიკური ბანკნოტი უფრო მეტად ინარჩუნებს სისუფთავეს, უფრო ძნელად გასაყალბებელია და სულ მცირე ორჯერ უფრო მეტ ხანს ძლებს. ყოველივე ამის საფუძველზე კი ინგლისის ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში ამ ტიპის ფული გამოსცეს.
პირველ ეტაპზე ხმარებაში გამოვა 5-ფუნტიანი ბანკნოტი, რომელზედაც წინა მხარეს გამოსახული იქნება დედოფალი ელისაბედII, ხოლო უკანა მხარეს უინსტონ ჩერჩილი.
ამის შემდეგ იგეგმება 10-ფუნტიანი ბანკნოტის გამოცემა, რომელზედაც გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ჯეინ ოსტინი იქნება გამოსახული.
ახალი ტიპის ბანკნოტები ახლანდელზე შედარებით პატარა ზომისა იქნება და ვიზუალურადაც მცირედ განსხვავებული.