ფრანგული ტოპ 14-ის მე-10 ტურის მატჩში დღეს “ბრივმა” “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და 26:21 დაამარცხა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ოთარ გიორგაძე და კახა ასიეშვილი. რაც შეეხება ვასილ ლობჟანიძეს, ის მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
მატჩის 31-ე წუთზე თავი ლელოთი გამოიჩინა კახა ასიეშვილმა, ქართველმა პირველხაზელმა მეტოქის ლელოდან რამდენიმე მეტრში აიღო ბურთი და თავის სტილში ძალისმიერი ლელო გაიტანა.
წყარო:myrugby