“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა ასკურავას თქმით, ის, რაც მოხდა აქციაზე, იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება სულს ღაფავს.
“კანონის ფარგლებში გვქონდა პიკეტირებული პარლამენტის შესასვლელი. მოვიდა ძალადობრივად სპეცრაზმი და დაგვშალეს. შემდეგ გადავინაცვლეთ რუსთაველზე და იქაც მოცვივდნენ, დაგვშალეს. დაგვარბიეს, გვცემეს, გამოგვყარეს აქციიდან და აქეთ გვედავებიან.
სამი დღეა ვარ თბილისში და ვხედავ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დრო სრულდება. ხალხს აღარ უნდა ეს ხელისუფლება. გააჩნია, რა ფორმით წავლენ. ამისთვის მზად არის ხალხი და თუ არ წავლენ არჩევნებით და მოპარავენ ხალხს ხმებს, მაშინ წავლენ სხვანაირად“, _ გვითხრა ასკურავამ.