„ქართულ მარშს” აქვს არსებობის უფლება. იმის უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები,“ _ ეს განცხადება „გურია ნიუსთან“ საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ.
_ რა თქმა უნდა მიუღებელია შეურცხყოფები. თუმცა, „ქართულ მარშს” აქვს არსებობის უფლება, იმის უფლება რომ გამოხატონ თავიანთი მოსაზებები, ხედვები.
მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ დავამთავრეთ და დავასრულეთ ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ, ოჯახები ტერორში ჰყავდათ და ა.შ.
ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება და თავისუფლება _ მათ შორის ქართულ მარშსაც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კახა კალაძემ.