„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტუტიციო უმრავლესობას“, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ, რომელიც თითქოსდა პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა.
„თქვენ ნახეთ, როგორი ოცეული იყო წარმოდგენილი. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელ კრიზისზე ვსაუბრობთ?! კრიზისი ვისაც აქვს, კი ხედავთ. სექტემბერში რაღაც საცურაო აუზები დადგეს და ამით მოაქვთ თავი. ალბათ ზამთარში წყალსაც ჩაუსხამენ ბავშვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე გამორიცხა სამომავლოდ კოალიციის შექმნის საჭიროება.
„დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად, არანაირი კოალიციის საჭიროება არ იქნება. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – განაცხადა მან.