თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ყველას ვალია, ყველაფერი გაკეთდეს, რაღა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია.
„მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაღა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“, – განაცხადა კალაძემ.