საქართველოს ვიცე-პრემიერის და ერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ხუდონჰესის ინვესტორთან მოლაპარაკებები გრძელდება. საუბარია პროექტიდან „ტრანს ელექტრიკას” გასვლაზე და ჰესის სახელმწიფოს მიერ მშენებლობაზე.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ”ტრანს ელექტრიკასთან” მოლაპარაკებები საარბიტრაჟო დავაში გადაიზარდოს, კალაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ამოცანაა, პროექტი სწრაფად განხორციელდეს.
მისივე ინფორმაციით, ამ მიზნით გრძელდება მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთანაც.