პარლამენტში ის წევრები, შემოიპარნენ, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ“, _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მას შემდეგ განაცხადა, რაც დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გააძევეს.
კუჭავას თქმით, ის, რაც პარლამენტში იხილეს მტრის ინტერესებშია.
“ის, რომ შემოიპარა პარლამენტში ის წევრები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ, შემოიპარნენ, შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად?!
ნებისმიერი თქვენგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ, დაუშვებდით მსგავს ფორმას?! თქვენ ამ ორგანოს წევრები ხართ, ასევე, მესმის პროტესტი, თქვენ ამის უფლებაც გაქვთ, არის ბიუროც, არის სესიაც, სადაც გაქვთ საშუალება გამოიყენოთ ეს სრულიად. ეს ჩხუბი, აყალმაყალი, ბლოკირება ვის აძლევს ეს ხელს“, – განაცხადა კახა კუჭავამ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედია-ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ.
მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.
ავტორი: მერაბ ცაავა