პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს.
„კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები თავად ახსნა. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც საზოგადოება მალე გაიგებს. მან პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ალღო კარგად აუღო და პარლამენტის ერთ-ერთი წარმატებული თავმჯდომარე იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა, მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.