სახელმწიფო ვალდებულია, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაიცვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თავიდან ავირიდოთ ყველა სახის ძალადობა და აღნიშნა, რომ ვერასოდეს იქნება მოწონებული ძალადობისკენ წახალისება ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები.
„სახელმწიფო ვალდებულია, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაიცვას. მგონი, ამ საკითხზე კითხვის ნიშანი არ დგება. იმედი მაქვს, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს არ ექნებათ გასაწევი ის სამუშაო, რომელიც ალბათ, ყველას მხრიდან სალაპარაკო გახდება ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას. ვერასოდეს იქნება მოწონებული ძალადობა, ძალადობის წახალისება ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იყოს არიდებული ყველა სახის ძალადობა.
ფაქტი ერთია, ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას და ძალადობის განხორციელებას, მეეჭვება ადამიანი, ვინც შეიძლება, ამის მომხრე იყოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.