,,ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე ხდებოდა და თქვენი ქმედებებით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს“ – ასე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მას შემდგემ მიმართა მედიის წარმომადგნლებს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, როცა ჟურნალისტებმა აივნიდან ბანერი „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს.
მისი თქმით, ჟურნალისტებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ და ამის საშუალება ყოველთვის მიეცემათ.
„ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე ხდებოდა და თქვენი ქმედებებით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს,
მოძალადეებიც აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს – იქნება ეს საგამოძიებო კომისიის თუ სხვა ფორმატში. არსებობს ვიდეო კადრები, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება და ყველა უწყება აუცილებლად ანგარიშვალდებული იქნება მთელი საზოგადოების წინაშე. პარლამენტი ნამდვილად იქნება ის ადგილი, სადაც დაისმევა ყველა კრიტიკული კითხვა თუ რაიმე არ მოგვწონს“ – განაცხადა კახა კუჭავამ.
ავტორი: მერაბ ცაავა