“დელტამ” კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები გაანეტირალა.
1500 კმ2-მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები “დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო 270 რაკეტით გაანეიტრალა.
“დელტას” ცნობით, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% იყო, მოსალოდნელი სეტყვის ზომა კი 20მმ.
29 აპრილის 19:00 საათიდან 23:00 საათმდე ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტებში სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
სეტყვასაწინააღმდეგო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.