შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული ბ.თ. დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 ივლისს ქალაქ ჯვარში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული ფოტოაპარატი, თანხა და პირადი ნივთები მოპარა. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.