ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში ეხმაურება რუმინეთში რუსული დრონის ჩამოვარდნას.
„გალაცში (Galați) საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული დრონის ჩამოვარდნა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის უხეში და სერიოზული დარღვევაა.
ამ დილით ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა ტოიუს (@oana_toiu), რათა გადამეცა ევროკავშირის სრული სოლიდარობა რუმინეთის მიმართ.
რუსეთმა დიდი ხანია შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა. მოსკოვს არ უნდა მიეცეს უფლება, დაუსჯელად დაარღვიოს ევროპის საჰაერო სივრცე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე, გაზრდიან უკრაინის მხარდაჭერას და განახორციელებენ ინვესტიციებს თავად ევროპის თავდაცვის მზადყოფნაში“,_ აცხადებს კაია კალასი.
The Russian drone crash into apartments in Galați was a blatant and serious violation of Romania’s sovereignty and European airspace.
I spoke with Foreign Minister @oana_toiu this morning to convey the EU’s full solidarity with Romania.
Russia has long ago stopped respecting…
— Kaja Kallas (@kajakallas) May 29, 2026




































































