ზუგდიდშის სოფელ ახალკათში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ასაკოვანი ქალბატონი თავმდასხმელებს, სავარაუდოდ, 20 საათი ჰყავდათ დაბმული.
ამ დროისთვის დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით – 179-ე (ყაჩაღობა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დაიწყო.