ახალციხეში 70 წლამდე ქალი მეზობელმა გარდაცვლილი, საკუთარ სახლში ნახა.
გარდაცვლილის მეზობლებს უჭირთ იმის თქმა, თუ ვინ და რა მიზეზით მოკლა მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ქალი.
„ისე იყო შეფუთული “სკოჩებით”, რომ განზრახ მკვლელობა იყო, აბა რა იყო. შეიძლება გასაქურდად შევიდნენ, საწყალს არაფერი ჰქონდა და შემოაკვდათ ან მოკლეს. ყველაფერი იყო აყირავებულიო“,_ თქვა გარდაცვლილის მეზობემა მანანა მიქელაძემ.
ექსპერტი დავით მერაბიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილს მრავლობით დაზიანებებთან ერთად თავის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ცხედარი გუშინ, 27 თებერვალს აღოაჩინეს.
მეზობლების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და რამდენიმე დღე არ გამოჩენილა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.