ბრიტანულმა გამოცემამ The Daily Mail გამოაქვეყნა იმ 10 ქვეყნის სია, სადაც მოგზაურობაზე უმჯობესია ქალებმა თავი შეიკავონ.
რეიტინგში ლიდერობს ინდოეთი. ნაციონალური დანაშაულის ბიუროს მონაცემებით, ამ ქვეყანაში ყოველ 20 წუთში თითო გაუპატიურებას აქვს ადგილი.
მეორე და მესამე პოზიციას ინაწილებენ ბრაზილია და თურქეთი. სწორედ ამ ქვეყნებში ფიქსირდება ყველაზე ხშირად ქალების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა თუ დამცირება.
ამასთანავე ტურისტი ქალების მიმართ ძალადობით გამოირჩევიან ტაილანდი, ეგვიპტე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მაროკო, მექსიკა და კენია.


































































