კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან, რომლის ჩაქრობაც ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას USA TODAY ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ორშაბათს საღამოს სანტა პაულაში გაჩნდა.
ოთხშაბათს კი ლოს ანჯელესის დასავლეთით ცეცხლის ახალი კერა წარმოიქმნა.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად ამ დროისთვის 184 სახლი და მილიონზე მეტი აკრია დამწვარი.
საცხოვრებელი სახლებიდან ათობით ათასი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა.
ცეცხლის ჩაქრობას 1 800-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ცდილობს.