“ბახვის სკოლის დაარსებიდგანვე, აგერ ოცდა-ხუთი წელი გადის, აქ მსახურებს მასწავლებელი ქალი ქ-ნი ნინო შარაშიძისა. ამ ხნის განმავლობაში ის დაუღალავად შრომობს და არც ერთხელ არ უღალატნია თავის მოვალეობისათვის.
ის არის ნამდვილი დედა და მასწავლებელი ჩვენი სოფლის პაწია შვილებისათვის თვით მე, თქვენ უმორჩილეს მონას, მასთან მიმიღია პირველ დაწყებითი სწავლა და დღეს ჩემი შვილიც მასთან იზრდება, იმისმა მშობლიურმა სწავლა-დარიგებამ ძრიელ იმოქმედა პაწია მოწაფეებზედაც და მათ შორის დაიმსახურა უღრმესი პატივი და სიყვარული. ამას გარდა ქ-ნი შარაშიძისა სწორედ ზნეობრივი მაგალითია, არა თუ მარტო მოწაფეებისათვის, არამედ ძველი ჩვენი სოფლის ქალებისათვის. იმის წყალობით ჩვენი სოფლის ქალებიც ბევრად წინ დგანან სხვა სოფლის ქალებზე. აქ იშვიათად შეხვდებით უქმად მოხეტიალე დედა-კაცებს, ყველა ცდილობს რაც შეიძლება მეტი იშრომოს ოჯახში, რომ ამით მის ტოლ მეზობელ ქალების თვალში არ შერცხვეს. ესენი ზნეობრივადაც გაუმჯობესდნენ; ცრუ-მორწმუნება და სხვა და სხვა უზნეობა აქ იშვიათი მოვლენაა. კუ-კუ! („ცნობის ფურცელი“, N581, 1898).
წყარო: წიგნი “ქალები ქართულ პრესაში“, ავტორი ანი ბაქანიძე.
ფოტოები მოგვაწოდა მზია ვაშალომიძემ.