https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენებას

17:11; 29.11.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ადამიანები ცდილობენ უკეთესად დაგეგმონ  მომავალი ცხოვრება, შექმნან ოჯახი და რა თქმა უნდა, ჰყავდეთ შვილები. ამისთვის კი ოჯახის დაგეგმვას მიმართავენ, რაც იძლევა საშუალებას ადამიანებმა სწორად წარმართონ ოჯახური ურთიერთობები, შეძლონ ჯანმრთელი შვილების გაჩენა სასურველ დროს, შეგნებულად განსაზღვროთ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა და მშობიარობებს შორის შუალედები, აიცილონ თავიდან არასასურველი ორსულობა და აბორტი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ სექსუალურ ცხოვრებას და წარმატებით განახორციელონ  გეგმები.

ოჯახის დაგეგმვის ხელშეწყობა, ქალებისა და წყვილებისთვის კონტრაცეფციის სასურველი მეთოდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აუცილებელია ქალთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

თუმცა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, 232 მილიონზე მეტი ქალი თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებს არ იყენებს. აღნიშნულის მიზეზებად კი სახელდება: შეზღუდული არჩევანის საშუალება, შეზღუდული ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში სიღარიბე, დაოჯახებლობა, გვერდითი ეფექტების შიში, კულტურა ან რელიგია, მომხმარებლებისა და პროვაიდერების მიკერძოება, გენდერზე დაფუძნებული ბარიერები.

დაუცველი სქესობრივი კავშირები კი სხვადასხვა სახის ინფექციების გამომწვევი მიზეზი ხდება, მათ შორის, შიდსისაც.

აივ ინფექციით ყოველდღიურად 2500 ადამიანი ინფიცირდება.

როგორც „გურია ნუსს“ შიდსის ცენტრში განუცხადეს, უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა.

„საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჰეტერო სექსუალური კონტაქტები – 48.0%, შემდეგ მოდის ნარკოტიკების ინექციური მოხმარება – 38.2%, შემდეგ სექსი მამაკაცებს შორის – 11.3%, ვერტიკალური გზით (დედიდან ბავშვზე) დაინფიცირდა 1.3%, აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით 0.5%, ხოლო 0.7%-ში დაინფიცირების გზა დაუდგენელია“,_ ამბობენ შიდსის ცენტრში.

კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ახალგაზრდებს ეძლევათ ძირითადი ინფორმაცია საკუთარი სხეულისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ისინი უფრო საპასუხისმგებლო არჩევანს აკეთებენ- მაგალითად, სექსუალური აქტის გადადება ან თავის დაცვა, თუ ისინი სექსუალური გზით აქტიურები არიან.

საერთაშორისო სტანდარტების მიწოდების შედეგად, ხელი ეწყობა გენდერულ თანასწორობას და ურთიერთპატივისცემას, მაგრამ როდესაც ახალგაზრდებს ხელი არ მიუწვდებათ, შედეგები ხშირად საბედისწეროა.

გლობალურად, აივ არის მოზარდების გარდაცვალების მთავარი მიზეზი, განსაკუთრებით კი გოგონების. ახალგაზრდა ქალებში აივ ინფიცირების შემთხვევები 60%-ით მეტია, ვიდრე მამაკაცებში.

1994 წელს კაიროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 179 ქვეყნის მთავრობას მოუწოდეს, რომ ყველა ქვეყანამ შეუწყო ხელი მოზარდების საგანმანათლებლო და სერვისულ საჭიროებებს, თუმცა, 25 წლის შემდეგაც, იგივე მოწოდებები ისმის, რომ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.

აივ ინფექციის გარდა, საკმაოდ ხშირია ნაადრევ ასაკში დაქორწინების ან თუნდაც სქესობრივი კავშირის დამყარებისა თუ ცხოვრების დაწყების შემთხვევებიც.

ნაადრევ ქორწინებაში მყოფი გოგონების გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი არიან ერთგვარი ზეწოლის ქვეშ, გააჩინონ შვილი და რაც შეიძლება მალე, რათა გაამართლონ საზოგადოების მოლოდინები.

დაქორწინების შემთხვევაში, ნაადრევი ქორწინება საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ არ არის მზად ბავშვის გაჩენისათვის და მაღალია ორსულობისა და მშობიარობის გართულების რისკი.

ყოველწლიურად მილიონობით მოზარდი გოგონა აჩენს ბავშვს, რომელთა უმეტესობის ორგანიზმიც ჯერ მოუმწიფებელია. ორსულობისა და მშობიარობის დროს წარმოქმნილი გართულებები კი გოგონების სიკვდილის მთავარი მიზეზია.

მშობიარობის გამო სიკვდილიანობა 15-19 წლამდე პირთა შორის ორჯერ აღემატება 20-24 წლამდე პირების სიკვდილს.

ადრეულ ასაკში ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებებია:

ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს დაზიანება, ბავშვთა სიკვდიალიანობა/მკვდრადშობადობა, ახალშობილის დაბალი წონა, არტერიული წნევის მომატება, ანემია-სისხლნაკლებობა, ნაყოფის მიერ სამშობიარო გზების გავლის სირთულე/ გახანგრძლივებული მშობიარობა.

16 წლამდე ასაკის გოგონებში მენჯის ძვლები ბოლომდე ფორმირებული არ არის, ამიტომ ნაყოფის თავსა და დედის მენჯის ძვლის ზომებს შორის ხშირად აღინიშნება დისპროპორცია, რაც სამშობიარო ტრავმების მიზეზი შეიძლება გახდეს.

გარდა ამისა, მცირეწლოვანი გოგონები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ორსულობის გართულების ნიშნების შესახებ, არ თვლიან აუცილებლად ექიმთან ვიზიტებს ორსულობის პერიოდში, რაც კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, თანამედროვე კონტრაცეფციის გამოყენებამ ოდნავ მოიმატა 54%-იდან 57.4%-მდე გაიზარდა.

ოჯახის დასაგეგმად და არასასურველ დროს დაორსულებისგან თავდასაცავად არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა, რა გზით დაიცავს წყვილი თავს დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტონ და კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდების უკუჩვენებების შესახებაც ინფორმირებულები უნდა იყვნენ.

„გურია ნიუსი“ ოჯახის დაგეგმვის მეთოდებისა და საშუალებების შესახებ ექიმ რეპროდუქტოლოგს, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელს, მანანა მგალობლიშვილს ესაუბრა.

როგორც სპეციალისტი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა, საბჭოთა პერიოდში კი  ოჯახის დაგეგმვის ძირითად საშუალებას ხელოვნური აბორტი წარმოადგენდა, რაც უსაფრთხო არც იყო და არც არის.

„ოჯახის დაგეგმვა  საშუალებას იძლევა წყვილმა ერთობლივად განსაზღვროს რამდენი შვილი იყოლიოს, როდის და რა შუალედებით. საბჭოთა პერიოდში ოჯახის დაგეგმვა – ეს ტერმინიც არ არსებობდა და რეალურად ოჯახის დაგეგმვის ძირითად საშუალებას ხელოვნური აბორტი წარმოადგენდა. ანუ ყოველი არასასურველი ორსულობის დადგომისას იკეთებდნენ აბორტს. აბორტი არ მიეკუთვნება კონტრაცეფციის მეთოდს, ის არაა უსაფრთხო და იწვევს უამრავ გართულებას, გარდა იმისა, რომ ხდება ცოცხალი ნაყოფის – ფაქტიურად ადამიანის ჩანასახის სიცოცხლის მოსპობა. თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევიან.

არსებობს ორსულობისგან თავის დაცვის მრავალი მეთოდი და მუდმივი საკითხი, რომელიც აღელვებთ პაციენტებს არის ის, თუ რომელია მათგან ყველაზე უკეთესი. ცხადია, ყველა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს გააჩნია  ძლიერი და სუსტი მხარეები, სწორედ ამიტომ საჭიროა ექიმ-სპეციალისტმა შეარჩიოს ის მეთოდი, რომელიც ყველაზე უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხოა პაციენტის ასაკიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე.

ყველაზე გავრცელებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაა – კონდომი ანუ პრეზერვატივი,  ესაა აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდი, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენება, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთ წყვილს მისი გამოყენება უქმნიდეს გარკვეულ დისკომფორტს სქესობრივი აქტისას. პრეზერვატივი არ აძლევს საშუალებას სპერმა მოხვდეს ქალის ორგანიზმში და შედეგად გამორიცხავს ორსულობას.

ორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები  – ესაა აბები, რომლებიც შეიცავენ ჰორმონებს, ისინი აფერხებენ კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას საკვერცხიდან – ოვულაციას, შედეგად ვერ ხდება მისი განაყოფიერება. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ „ ჰორმონები ასუქებს“  არ შეესაბამება სიმართლეს და მინდა ავღნიშნო, რომ გინეკოლოგიაში ჩვენ ძალიან ხშირად ვხმარობთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს სხვადასხვა დაავადებების და ჰორმონალური დარღვევების სამკურნალოდ. ჰორმონალურ აბები ზოგიერთი ქალისთვის მოუხერხებელია იმდენად, რამდენადაც, ის მოითხოვს რეგულარულ, ყოველდღიურ მიღებას.

ჰორმონალური აბები ხშირ შემთხვევაში დადებით გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე, კერძოდ, ის ამცირებს საკვერცხეების ცისტების და რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, ამცირებს მენსტრუალურ სისხლდენას, პრემენსტრუალურ სინდრომს, მცირდება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი, დადებითად მოქმედებს ენდომეტრიოზის და პოლიკისტოზურ საკვერცხეების სინდრომის მიმდინარეობაზე და ამცირებს ჭარბთმიანობას და აკნეს გამოვლინებებს.

საშვილოსნოს შიდა საშუალება – ე. წ. „სპირალი“ მარტივი მანიპულაციით თავსდება საშვილოსნოს ღრუში და ქალს შეუძლია რამდენიმე წელი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე იცხოვროს.

კანქვეშა იმპლანტი – თავსდება ბეჭზე კანქვეშ, ის მცირე ზომისაა, ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყოფს ჰორმონს, რომელიც ხელს უშლის კვერცხუჯრედის გამოყოფას და მისი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი მოქმედებს ჩადგმიდან 3 წლის მანძილზე“,_ ამბობს მგალობლიშვილი.

თუმცა, სამედიცინო პორტალ emedicinehealth-ის ინფორმაციით,  ზემოთ ჩამოთვლილ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია.

მაგალითად, აბების უარყოფითი ეფექტებია: გულისრევა, თავის ტკივილი, წონის ცვალებადობა, ხასიათის ცვლილება, სექსუალური სურვილის შემცირება, ქალების ნაწილში შეიძლება ვენური თრომბოზიც კი გამოიწვიოს.

სადავო საკითხად კი რჩება ახალგაზრდა ქალებში ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარების შედეგად მკერდის კიბოს განვითარება. რაც შეეხება იმპლანტს, ის კანქვეშ იდგმება და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მეძუძურ დედებში, აქვს კონტრაცეფციის კარგი ეფექტი, მაგრამ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან არ იცავს. გარდა ამისა, შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება იმ ადგილას, სადაც ის განთავსებულია, ასევე შესაძლებელია შხაპის დროს მისი შეუმჩნევლად დაკარგვა.

გარდა ჩასახვის საწინააღმდეგო ხელოვნური საშუალებებისა, არსებობს კონტრაცეპციის ბუნებრივი მეთოდები და ის ემყარება ქალის მენსტრუალური ციკლის ფერტილური დღეების დადგენას. მეთოდის არსი კი მდგომარეობს ფერტილური ფაზის დროს სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავებაში.

კონტრაცეპციის ბუნებრივ მეთოდებს შორის ყველაზე ფართოდ გამოიყენება კალენდარული მეთოდი. მეთოდი ემყარება მენსტრუალური ციკლის დროს ფერტილური დღეების დადგენას. მეთოდს გააჩნია საკმაოდ დიდი წარუმატებლობის მაჩვენებელი.

„ჩემი კალენდარი“ არის პირველი ქართულენოვანი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონიტორინგს.„ჩემი კალენდარი“ პირველი ქართული აპლიკაციაა ქალებისთვის. ის უკვე ხელმისაწვდომია, ქალებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ და უფრო მეტი რამ გაიგონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის  შესახებ.

My Calendar Geo – აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც Android-ის, ისე iOS ოპერატიულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებისთვის.

ცნობისთვის, აპლიკაცია ორგანიზაცია „თანადგომამ“ რეპროდუქციული პროგრამის ფარგლებში მოამზადა. როგორც ორგანიზაციის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი ქეთი ჭელიძე ამბობს, აპლიკაცია მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და კონტრაცეფციაზე. აპლიკაციას მოსდევს საინფორმაციო ნაწილი, სადაც ქალებს შეუძლიათ, გაიგონ სხვადასხვა თავდაცვის საშუალების შესახებ, დააკვირდნენ ციკლს და გამოთვალონ, როდის არის ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეები და როდის არა. აპლიკაციას აქვს შეხსენების ფუნქცია, ის შეახსენებს მომხმარებელს, როდის უნდა მიიღოს კონტრაცეპტივი, როდის მოდის კრიტიკული დღეები და ა.შ.

შეკითხვაზე თუ როგორია დღეისთვის საზოგადოების ცნობიერება ოჯახის დაგეგმვის მეთოდებთან დაკავშირებით,  რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი, მანანა მგალობლიშვილი გვპასუხობს, რომ საზოგადოების ცნობიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანად გაიზარდა, მაგრამ საჭიროა მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება და იმ წყვილების მხარდაჭერა, ვისაც სოციალური მდგომარეობის გამო უჭირს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შეძენა ან ვერ ახერხებს სპეციალისტთან ვიზიტს.

„საზოგადოების ცნობიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, თუმცა არაა საკმარისი, რადგან არც თუ ისე იშვიათად გვხვდებიან ისეთი წყვილები, რომლებიც ოჯახის დაგეგმვის მეთოდად კვლავ აბორტს მიიჩნევენ ან უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ არა აქვთ საშუალება მიმართონ სპეციალისტს და შეიძინონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. ვფიქრობ, საჭიროა მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება  და  ელემენტარული ცოდნის გაზიარება რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სქესობრივი ცხოვრების შესახებ, ასევე საჭიროა აღნიშნულ საკითხში იმ წყვილების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც სოციალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შეძენას და ექიმ სპეციალისტთან კონსულტირებას“,_ თქვა მგალობლიშვილმა.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15 სექტემბერი, 2026

19 წლის ოზურგეთელი პიანისტი გიორგი კეკელიძის სტიპენდიატი გახდა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა: „კომპლიმენტი“ „ნაციონალი“ დეპუტატისგან და საპასუხო „ჩალაპარაკებები“

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო