ხელსაწყო–ასტროლიაბია _ ის განსაზღვრავს ციური სხეულების კოორდინატებს. გამოიგონა ქალმა, მეცნიერ-მათემატიკოსმა და ასტრონომმა გიპატია ალექსანდრიისკამ, რომელიც მოღვაწეობდა ჩვ. წ-მდე 370 წელს.
ვარდისფერი შამპანური _ 1808 წელს, ბარბიე კლიკომ გამოიმუშავა „რემუნაჟის” ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც შამპანური სამი თვის მანძილზე თავისუფლდება ნალექისაგან და ხდება კრისტალურად გამჭვირვალე, რამაც ხელი შეუწყო მის წარმატებას ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.
ცირკულარული ხერხი _ ტატაბიტა ბებიტი დიდხანს აკვირდებოდა მამაკაცებს, რომლებიც მერქანს აშალაშინებდნენ სპეციალური ხერხის საშუალებით. საჭირო იყო ორივე ხელით მისი მოძრაობა წინ და უკან. ხერხი მხოლოდ მაშინ მოქმედებდა, როდესაც პირდაპირ მოძრაობდა. ბებეტმა ჩათვალა რომ ეს ენერგიის ტყუილი დაკარგვა იყო და 1810 წელს შექმნა ცირკულარული ხერხის ახალი პროტოტიპი, რომელიც მოგვიანებით გამოიყენებოდა ხე-ტყის გადამამუშავებელ წარმოებაში.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა _ ჯოზეფინა კოკრეინი შექმნა მანქანა, რომელიც რეცხავს და არ ამტვრევს თეფშებს. ეს მოხდა 1886 წელს. მხოლოდ 40 წლის შემდეგ გახდა ეს მანქანა აუცილებელი ნივთი წარმოებასა და ოჯახში.
თოვლსაწმენდი მანქანა _ სისუფთავე არამარტო სახლშია აუცილებელი, არამედ ქუჩაშიც. უბრალო მდივანმა ქალმა სინტია ვესტოვერმა თავისი დიდი ბაბუისთვის 1892 წელს შექმნა თოვლის საწმენდი მანქანა.
შუშის საწმენდი _ მანქანის პირველი შუშის საწმენდი 1903 წელს მერი ანდერსონმა გამოიგონა. მას შეეცოდა მძღოლები, რომლებიც უამინდობის დროს იძულებულები იყვნენ გაეჩერებინათ მანქანა და გაეწმინდათ მანქანის შუშები.