ნაპოლის ყოფილმა და სლოვაკეთის ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
კალცონას თქმით, თუ ხვიჩა კვარაცხელია სამი რამის გამოსწორებას შეძლებს, ოქროს ბურთსაც მოიგებს.
“რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ამას ამ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ: ბევრი მაღალი დონის მოთამაშე აქტიურად და სისტემატურად მონაწილეობას იღებს ისეთ ფაზაში, როცა გუნდი ბურთს ვერ ფლობს. კვარა ამას იშვითად აკეთებს. მან ასევე კარგად უნდა ისწავლოს დარტყმა 30 მეტრზე ახლო დისტანციიდან და უფრო პროდუქტიული უნდა იყოს მოედნის ცენტრში. თუ ამ სამი რამის გამოსწორებას მოახერხებს, ოქროს ბურთსაც მოიგებს, დარწმუნებული ვარ”, – აღნიშნა კალცონამ.