კამჩატკაზე 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
სხვადასხვა შეფასებით, მისი მაგნიტუდა 8.7-ს აღწევდა.
მიწისძვრამ ცუნამის ტალღა გამოიწვია ქალაქ სევერო-კურილსკის სანაპირო ზონაში,_ განუცხადა სახალინის ოლქის მთავრობამ TASS-ს.
TASS-მა საგანგებო სიტუაციის შესახებ ძირითადი ინფორმაცია შეაგროვა.
მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 149 კილომეტრში, 17 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ცუნამის საფრთხე გამოცხადდა იაპონიაში, ჰავაის კუნძულებზე, ალიასკაზე და ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის მთელ სანაპიროზე.






























































