კანადამ სანქციები დაუწესა 22 პირს, მათ შორის ალინა კაბაევას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პარტნიორი და ყოფილი ტანმოვარჯიშეა. ამის შესახებ cbc news წერს.
სანქციების უახლესი რაუნდი, ასევე მოიცავს ოთხ ფინანსურ ინსტიტუტს.
“ჩვენ უნდა ჩავახშოთ პუტინის რეჟიმი. ეს იყო ჩვენი მიზანი თავიდანვე და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ”, – თქვა თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანადა და მისი მოკავშირეები არ აწესებდნენ სანქციებს ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადამიანებზე და ორგანიზაციებზე, მათი მიდგომა მაინც კოორდინირებულია.
”ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ხან ვხელმძღვანელობთ, ხან ამერიკელებთან ვმუშაობთ, ხან ევროპელებთან.
საბოლოოდ, როდესაც G7-ის ყველა მინისტრი შეიკრიბება, ჩვენ ვიცით, რომ ვმუშაობთ ერთსა და იმავე პირებზე”,_ თქვა მან.
ინფორმაციისთვის, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 1500-ზე მეტ ფიზიკურ პირს.
ალინა კაბაევას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისთვის სანქციებს ევროკავშირი და აშშ-ც განიხილავდა.
ავტორი