კანადაში, აშშ-ის საზღვართან ახლოს აკვესანის ტერიტორიაზე, მდინარე სენტ-ლოურენსში, სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 8 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
კანადის ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილები არიან ადამიანები, რომლებიც კანადიდან აშშ-ის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლას ცდილობდნენ.
პოლიციის ცნობით, დაღუპულები, სავარაუდოდ, რუმინული და ინდური ოჯახების წევრები იყვნენ.
პოლიციამ განაცხადა, რომ პირველი ცხედარი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე იპოვეს ჭაობში ცი სნაიჰნეში, აქვესასნეში, მოჰავკის ტერიტორიაზე აშშ-კანადის საზღვარს შორის.
სხვა ცხედრებიც იქვე აღმოაჩინეს. მათი ვინაობა პოლიციას ჯერ არ დაუსახელებია.
,,ერთი ბავშვი სამ წლამდე იყო და კანადის პასპორტი ჰქონდა. მეორე ჩვილი, ასევე კანადის მოქალაქე იყო. ყველა სავარაუდოდ ცდილობდა უკანონო შესვლას აშშ-ში კანადიდან”,_ განუცხადა ადგილობრივმა პოლიციის უფროსმა ო’ბრაიენმა ჟურნალისტებს.
მან დასძინა, რომ ოთხშაბათს ღამით რეგიონში ცუდი ამინდი იყო.
ცხედრები იპოვეს კვებეკის რაიონში Akwesasne, მოჰავკის საზოგადოება, რომლის ტერიტორია მოიცავს ონტარიოს, კვებეკის და ნიუ-იორკის შტატის ნაწილებს. ის მდებარეობს მონრეალიდან დასავლეთით დაახლოებით 120 კილომეტრში.
ავტორი