სამხრეთ აფრიკაში 4 კაცს კანიბალიზმში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ საქმის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც განყოფილებაში ერთ-ერთი ბრალდებული მივიდა და განაცხადა, რომ ადამიანის ხორცის ჭამით დაიღალა.
როგორც ცნობილია, დაკითხვაზე მტკიცებულების სახით მან ადამიანის ხელი და ფეხი წარმოადგინა. შემდეგ კი პოლიცია მიიყვანა მისამართზე, სადაც სამართალდამცავებმა უფრო მეტი მტკიცებულებები აღმოაჩინეს.
მაუწყებლის ცნობით, პოლიცია 4-ივე პირს მკვლელობაში და მკვლელობის შეთქმულებაში ადანაშაულებს.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, არ არის გამორიცხული რომ 2 მათგანი უფრო დიდი სინდიკატის ნაწილი იყოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს. აღმოჩენილი სხეულის ნაწილების იდენტიფიკაციას კი ექსპერტების ჯგუფი ცდილობს.
პოლიცია მოქალაქეებს, რომელთა ნათესავებიც გაუჩინარდნენ სასამართლოსთან მისვლას სთხოვს.