ცნობილი გახდა რომ კანის კინოფესტივალზე რუსეთის დელეგაციას არ დაუშვებენ. განცხადება ფესტივალის ორგანიზატორებმა გაავრცელეს და ამით უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურნენ.
„ევროპის ნაწილში მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში შექმნილი მძიმე კრიზისის ფონზე, კანის კინოფესტივალს სურს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინელ ხალხს და ყველას, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება.
რამდენადაც მოკრძალებული უნდა იყოს ეს, ჩვენ ვუერთდებით მათ, ვინც ამ მიუღებელ სიტუაციას უპირისპირდება და რუსეთისა და მისი ლიდერების დამოკიდებულებას გმობს.
2022 წლის ზამთრის პერიოდში, კანის კინოფესტივალისთვის მზადება დაიწყო. თუმცა, სანამ ეს ძალადობრივი ომი უკრაინელი ხალხისთვის მისაღები ფორმით არ დასრულდება, გადაწყდა, რომ ჩვენ არ მივიღებთ არც რუსეთის ოფიციალურ დელეგაციას და არც ნებისმიერ პირს, ვინც რუსეთის მთავრობასთანაა დაკავშირებული“,_ წერია კანის კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ წერილში.
[sexy_author_bio]