https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს”

11:01; 12.03.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს.

“24 თებერვალს, ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატებმა ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ სამი საგანგაშო კანონპროექტი დააინიცირეს, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კონსტიტუციით  განმტკიცებულ ფუნდამენტურ უფლებებს.

პირველი და მეორე  კანონპროექტები მიმართულია მედიის, გაერთიანების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ, მესამე კანონპროექტი კი – თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლების წინააღმდეგ.  

წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია კანონპროექტებით გათვალისწინებული ცვლილებები, მათ შორის, მათი შინაარსი, მოქმედების ფარგლები და მიმართება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

პირველი კანონპროექტი – შინაარსობრივი შეზღუდვები და რეგულაციები მაუწყებლების საქმიანობაზე

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები.

კანონპროექტში წარმოდგენილი დეტალური რეგულაციების დიდი ნაწილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან არის აღებული. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებს არეგულირებდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – №2 დადგენილებით დამტკიცებული ქცევის წესები. მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები. კერძოდ, ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლებში ფუნქციონირებს თვითრეგულირების შიდა ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების განხილვასა და მათზე რეაგირებას. ინიცირებული ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება სახელმწიფო ორგანოს – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეეძლება საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელთა მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები – გართხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში – ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’’ ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, წლებია, კითხვის ნიშნები არსებობს მოქმედი ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისკენ არის მიმართული. მსგავსი გადაწყვეტილებების მაგალითია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, მმართველი პარტიის საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების მიმართ სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმის შედგენა და შემდგომ სასამართლოების მიერ მათი დაჯარიმება. აღსანიშნავია, ასევე, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში მოხსენიებულია იმ პირთა სიაში, რომლებზეც სანქციების დაკისრების რეკომენდაცია გაიცა, იმ დასაბუთებით, რომ ისინი ხელს უწყობენ ქვეყანაში მოქმედ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაფართოება, მაუწყებლობის სტანდარტების შესრულებაზე კონტროლის, ზედამხედველობისა და მაუწყებელთა სანქცირების თვალსაზრისით, წარმოშობს მნიშვნელოვან რისკებს, რომ ეს ბერკეტები გამოყენებული იქნება ქვეყანაში მოქმედი კრიტიკული მედია საშუალებების ხმის ჩახშობისა და რეპრესიის მიზნით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კონფერენციის რეკომენდაციით, თვითრეგულირება უნდა იყოს მაუწყებლობის სტანდარტების რეგულირების მთავარი გზა ტრადიციული მედია საშუალებებისთვის, როგორიც არის ტელე და რადიო მაუწყებლები. მაუწყებლობის შინაარსობრივ სტანდარტებში სახელმწიფოს მიერ ჩარევისა და რეგულირების შემთხვევაში, არ უნდა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ფარგლები, პირობები და უფლებაში ჩარევის კრიტერიუმები.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები, გარდა იმისა, რომ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას ენიჭება ფართო უფლებამოსილებები, პრობლემურია შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისითაც. კანონპროექტში მოცემულია არაერთი ბუნდოვანი დებულება, რომელიც არსებით საფრთხეს უქმნის მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მათი შინაარსი და ფარგლები გაუგებარია, შესაბამისად, განუჭვრეტადია, თუ როგორ განმარტავს მათ კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

მაგალითად, 54-ე მუხლში, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს, მოცემულია შემდეგი ჩანაწერები:

„მუხლი 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა

  1. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.
  1. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და კომენტარის მკაფიო გამიჯვნა.
  1. დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.
  1. ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველივე დღეს.
  1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
  1. საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.
  1. მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს.
  1. პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. 
  1. პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში.
  2. პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაუშვებელია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.’’.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მსგავსი კანონმდებლობა მოქმედებს უნგრეთში. უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული აქტი ,,პრესის თავისუფლებისა და მედიის კონტენტის ფუნდამენტურ წესებთან დაკავშირებით’’, საქართველოში ინიცირებული კანონპროექტის მსგავსად, შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, რომელიც ნეგატიურად არის შეფასებული ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ. ერთ-ერთი ასეთი დებულება ითვალისწინებს ახალი ამბების დაბალანსებული გაშუქების ვალდებულებას ტელე და რადიო მაუწყებლების მიერ. ვენეციის კომისიის შეფასებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უნდა იყოს თუ არა ახალი ამბების გაშუქებისას ,,ბალანსის’’ დაცვა კანონით აღსრულებადი სამართლებრივი ვალდებულება. ,,ინფორმაცია (ფაქტები) უნდა იყოს სრული და ზუსტი და არა დაბალანსებული’’ – აღნიშნავს კომისია. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ნორმები ძალიან კომპლექსურ ვალდებულებებს უწესებენ მედია საშუალებებს და მათ აკლიათ სათანადო სიზუსტე. ტერმინების ბუნდოვანებამ კი შესაძლოა ეს დებულებები თავისუფალი სიტყვის ჩახშობის იარაღად აქციოს.

მედიის გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან მიმართებით სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპის დაცვას მოითხოვს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, მსგავსი ნორმები საკმარისი სიზუსტით უნდა იყოს ფორმულირებული, რათა მოქალაქეებმა შეძლონ მათი შინაარსისა და მათგან მომდინარე პასუხისმგებლობების სათანადოდ განჭვრეტა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა საქმეში, რომელიც შეეხება უნგრეთის ზემოაღწერილი პრობლემური კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევას ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ჟურნალისტის წინააღმდეგ. მოცემულ საქმეში, ჟურნალისტმა ახალი ამბების გაშუქებისას ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია მოიხსენია ტერმინით –  ,,ულტრამემარჯვენე’’. ეროვნული სასამართლოების შეფასებით, ამ ქმედებამ დაარღვია უნგრეთის ,,მედიის აქტის’’ დებულება, რომელიც წამყვანებს უკრძალავს პოლიტიკური შინაარსის ახალი ამბების გაშუქებისას გააჟღერონ თავიანთი მოსაზრება ან შეფასებითი განმარტება. ეს დებულება ჰგავს საქართველოში ინიცირებული კანონპროექტის ჩანაწერს, რომლის თანახმად ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე’’.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით, როდესაც საქმე ეხება საჯარო ინტერესის საკითხებთან დაკავშირებულ დებატებს, სახელმწიფოებს არ აქვთ მინიჭებული მედიის გამოხატვის თავისუფლებაში შინაარსობრივი ჩარევის ფართო დისკრეცია. ეს განპირობებულია დემოკრატიული საზოგადოების ძლიერი ინტერესით, რომ მედიამ შეასრულოს საზოგადოებრივი დამკვირვებლის სასიცოცხლო ფუნქცია. სასამართლოს დასკვნის თანახმად, ჟურნალისტის მიერ გამოყენებული გამონათქვამი ,,ულტრამემარჯვენე’’ ვერ ჩაითვლებოდა მიკერძოებულ გაშუქებად – იგი არ გამოხატავდა წამყვანის პირად დამოკიდებულებას, არამედ ეხებოდა პოლიტიკური პარტიის პოზიციას პოლიტიკურ ცხოვრებაში და პარლამენტში. სასამართლომ მხედველობაში მიიღო განმცხადებლის არგუმენტი, რომ პოლიტიკური პარტიები ხშირად მოიხსენიება ზედსართავი სახელებით, რომლებიც მათ მიზნებსა და პროგრამებს აღწერს, რაც არ უნდა იყოს მიჩნეული იმ სახის შეფასებით მოსაზრებად, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი გაშუქების ინტერესს.

აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის მარეგულირებელი ბრიტანული სტანდარტები, რომლის საქართველოში დანერგვის მიზანზე უთითებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დასასაბუთებლად, არსებითად განსხვავდება კანონპროექტში წარმოდგენილი დებულებებისგან. მაგალითად, ბრიტანული მაუწყებლობის კოდექსი მიუკერძოებლობის პრინციპს შემდეგნაირად განმარტავს:

,,ჯეროვანი მიუკერძოებლობა’’ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეხედულებას თანაბარი დრო უნდა დაეთმოს ან იმას, რომ ყველა არგუმენტი/მოსაზრება იქნას წარმოდგენილი. ჯეროვან მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული მიდგომა შესაძლოა, განსხვავდებოდეს საკითხის შინაარსისა და პროგრამის ტიპის მიხედვით. ამ დროს მნიშვნელოვანია კონტექსტის, მათ შორის, სავარაუდო დარღვევით გამოწვეული ზიანის ხარისხის გათვალისწინება. მიუკერძოებლობის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთ მხარეს არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა მეორე მხარესთან შედარებით.

ბრიტანული მაუწყებლობის კოდექსის თანახმად, მწვავე პოლიტიკური, ან ინდუსტრიული შინაარსის სადავო საკითხებთან და საჯარო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იყოს მნიშვნელოვანი შეხედულებების სათანადოდ ფართო სპექტრი და მიენიჭოთ შესაბამისი ყურადღება თითოეულ პროგრამაში ან ერთმანეთთან მკაფიოდ დაკავშირებულ პროგრამების ციკლში.

ბრიტანული მაუწყებლობის კოდექსი კრძალავს ფაქტებისა და აზრების დამახინჯებას. რაც შეეხება ,,განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირების’’ აკრძალვას, რაც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტშია წარმოდგენილი, მსგავსი ბუნდოვანი ჩანაწერი ბრიტანული მაუწყებლობის კოდექსში არ გვხვდება.

ბრიტანულ მაუწყებლობის კოდექსში ასევე არ გვხვდება კანონპროექტით გათვალისწინებული შემდეგი ბუნდოვანი ჩანაწერები:

,,ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში’’.

,,საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება’’. 

,,დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა’’.

,,პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში’’.

მეორე კანონპროექტი – დაფინანსების კუთხით დადგენილი შეზღუდვები

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მეორე კანონპროექტის თანახმად, ტელე და რადიო მაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, მათ შორის, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. გამონაკლისს წარმოადგენს კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება. ამასთანავე, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლების მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

უცხოური ძალა შემდეგნაირად განიმარტება:

  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

მედია მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად, ცალსახად წარმოადგენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. აღნიშნული აკრძალვა არ ემსახურება არავითარ ლეგიტიმურ მიზანს. იგი არ იცავს არავითარ საჯარო ინტერესს ან სიკეთეს. პირიქით, ამ აკრძალვით ხელისუფლება ზღუდავს ფართო საზოგადოებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების გზებს და ებრძვის კრიტიკულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობას. ფართო საზოგადოებისთვის საზიანო ეს მიზანი თვალნათელია კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა, შესაბამისად, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება’’.

კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლების განცხადებით, აქამდე უცხოური დაფინანსების წილი მათ შემოსავლებში მცირე იყო, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული რეპრესიების ფონზე, უცხოური დაფინანსება შესაძლოა გამხდარიყო მნიშვნელოვანი წყარო მათი ფუნქციორების შესანარჩუნებლად. სხვა შეზღუდვებთან ერთად, ამ მიმართულებით მედია მაუწყებლებისთვის ბარიერების დაწესება აშკარად მეტყველებს ,,ქართული ოცნების’’ მცდელობაზე, დაასუსტოს და შეავიწროოს კრიტიკული მედია საშუალებები, რომელთა საქმიანობა ნათელს ჰფენს ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას და ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს.

მესამე კანონპროექტი  – გენდერული თანასწორობის კუთხით გაუარესებული მდგომარეობა 

გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მმართველი პარტია აგრძელებს თანასწორობის უფლების შემზღუდველი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი საგანგაშო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას. ამის მაჩვენებელია ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში მესამე კანონპროექტით ინიცირებული ცვლილებები, რომელთა თანახმად, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვები – ,,გენდერი’’, ,,გენდერული მიკუთვნება’’ და ,,გენდერული მრავალფეროვნება’’. ინიცირებული ცვლილებები დასაშვებს ხდის ტელე და რადიო მაუწყებლებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმების მიერ (მაგალითად, Myvideo.ge) ისეთი მასალის გავრცელებას, რომელიც ახდენს სიძულვილის წაქეზებას გენდერის ან გენდერული მიკუთვნების ნიშნით.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონის არსებული რედაქციით, ტელე და რადიო მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ  (სიძულვილის ენა) შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით. კანონპროექტის თანახმად, მოცემული დებულებიდან ამოღებულია სიტყვები – ,,გენდერი’’ და ,,გენდერული მიკუთვნება’’, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვები იქნება, მაგალითად, ისეთი სატელევიზიო პროგრამის ეთერში გაშვება, რომელიც ახდენს სიძულვილის წაქეზებას გენდერის ან გენდერული მიკუთვნების ნიშნით.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონის არსებული რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება. კანონპროექტის თანახმად, მოცემული დებულებიდან ამოღებულია სიტყვა ,,გენდერული’’ – საზოგადოებრივ მაუწყებელს აღარ ექნება ვალდებულება, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული გენდერული მრავალფეროვნება.

ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის გამყარების, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებული თავისუფალი სივრცეების არსებობას. ასეთი სივრცის ერთ-ერთი მაგალითი საქართველოში კრიტიკული მედია საშუალებებია, რომლებსაც, მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, სააშკარაოზე გამოაქვთ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები, მასშტაბური რეპრესიები და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. მმართველი პარტიის მიერ მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები – ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ინიცირებული უკიდურესად პრობლემური შინაარსის ცვლილებები, მედია საშუალებების უფლებების შემზღუდველი რეგულაციები და მათზე კონტროლის გამკაცრება კომუნიკაციების კომისიის მეშვეობით მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს კრიტიკულ მედია საშუალებებზე ზეწოლის გაძლიერებას და ქვეყანაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავისუფალი სივრცეების მაქსიმალურად ჩახშობას, მისი ავტორიტარული ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე – გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები

12:31; 18 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

19:12; 17 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მაია ბითაძე: 1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება

18:52; 17 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა მანამ, სანამ”- ევროკავშირის საბჭო

15:34; 17 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული

15:23; 17 დეკემბერი, 2025

ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა- პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

"პიჯაკების საქმე"- პროკურატურა, თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18.12.2025
ფინანსები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

17:20; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

17:07; 18.12.2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე – გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები

12:31; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო