თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია იმართება. აქცია რამდენიმე დღის წინ დაღუპული პირველი არხის ოპერატორის სანდრო ბერაძის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.
აქციაზე შეკრებილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში აზარტული თამაშების ეპიდემიაა.
“ამ სენის გამო უამრავი ადამიანი იკლავს თავს. ხელისუფლება კი დუმს. საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს მოსახელობას, არამედ ხელს უწყობს მათ ჩართვას აზარტულ თამაშებში. როგორც აქციის ორგანიზატორებ ამბობენ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და აიმაღლოს ხმა. “ერთად გამოვაღვიძოთ ხელისუფლება, რომ გაიგოს ხალხის ხმა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, _ ამბობენ ისინი.