ჩინური რესტორანი, რომელიც თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს, გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა, კომპიუტერები აქსესუარები და ფულადი თანხა. დანაშაულს თვითმხილველები არ ჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას ქურდობის მუხლით აწარმოებს.
როგორც რესტორნის დირექტორი აცხადებს, რომ ვოდეოკამერებში 2 ადამიანი ჩანს, რომლებსაც კაპიუშონი ახურავთ და სახეზე სამედიცინო ნიღბბი უკეთიათ.
მისი თქმით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.
„9-ის 20 წუთზე, როგორც კამერებში ვნახეთ გატეხეს რესტორანი, შემოვიდნენ, წაიღეს ძვირადღირებული სამუშაო ტექნიკა, თანხის ოდენობა დადგინდება დროთა განმავლობაში. ორი ადამიანი ჩანს, რომელიც ჩამოდის, კაპიშონი ახურავს და სამედიცინო ნიღაბი უკეთია, რომლებიც ასე ვთქვათ მუშაობენ ამ საქმეზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არასრულწლოვნები არიან. ძალიან მიკვირს, რომ 9-ის ნახევარზე, დღისით მზისით მოხდა ეს ყველაფერი. გვერდზე არის ტელევიზია, გვერდზე არის პოლიცია 50 მეტრში,“ _აცხადებს რესტორნის დირექტორი.