კარაქის მთავარი ღირებულებაა რძის ცხიმი, რომელსაც ორგანიზმი ადვილად და სწრაფად (90-95%-ით) ითვისებს, რაც სწრაფადვე მატებს ადამიანს ენერგიას.
რძის ცხიმი შეიცავს ცხიმოვანი მჟავას ოპტიმალურ კომპლექსს, ფოსფატიდებს, ცილებს, ნახშირწყლებს, A ვიტამინს, B ჯგუფის, ჩ და D ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, მინერალურ მარილებს, შაქარს (გლუკოზას), სასარგებლო ორგანულ ნაერთებს, ქოლესტერინს. კარაქი შეიცავს 0,15-0,3% ქოლესტერინს, როდესაც კვერცხში 2-3-ჯერ მეტია, ზოგიერთი ხარისხის ყველში – 1,7%-მდე. თუმცა ქოლესტერინი ისევე სჭირდება ორგანიზმს, როგორც მარილი, შაქარი, კოფეინი და ალკოჰოლიც კი. მთავარია, არ გადავაჭარბოთ.
საკმარისია 20 გ კარაქი ვჭამოთ და მივიღებთ დაახლოებით ქოლესტერინის საჭირო დოზის 9%-ს, ასე რომ, შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 1-2 ბუტერბროდი. ეს ულუფა საკმარისია ძვლების გასამაგრებლად, მხედველობის, თმისა და კანის გასაუმჯობესებლად. სიმსუქნის დროსაც კი უარი არ უნდა ვთქვათ კარაქზე, თუმცა კარაქი მაინცდამაინც სასარგებლო არ არის ათეროსკლეროზითა და თრომბოფლებიტით დაავადებულთათვის, რადგან სწრაფად ფუჭდება.