ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსულ თემაზე – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ტელეგრამზე საქართველოს პრეზიდენტის CBS-თან მიცემულ ინტერვიუს და მას “ბოდვას” უწოდებს.
,,ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსულ თემაზე. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულობს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც „მტრის ენაზე ლაპარაკობენ“. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის სრულფასოვანი ომის გამოცხადების წინაპირობებს და ემხრობა რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებებს ვერაფერს ვერ ვუწოდებთ, გარდა ბოდვისა. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის.“ – წერს კარასინი Telegram-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-თანმიცემულ ინტერვიუში საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც განაცხადა, რომ ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს. და რომ სჯერათ, რომ ისინი სახლში არიან.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალში არ გვქონდეს ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს “გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ”.
ავტორი