გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მარტს, დღისით საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები.
„იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. დასავლეთ საქართველოში ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი“, _ აცხადებენ სააგენტოში.