ვატიკანის ყოფილი ხაზინადარი, კარდინალი პელი ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პელმა ციხეში 404 დღე გაატარა.
მას ბრალად ედებოდა 90-იან წლებში 2 მოზარდზე სექსუალური სახის შეურაცხყოფის მიყენება.
უზენაესმა სასამართლომ პელის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რითაც კათოლიკური ეკლესიის ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის საქმე დასრულდა.