ქარელის მუნიციპალიტეტში მოხისის ტერიტორიაზე ავტომობილი არხში გადავარდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
„ქარელის მუნიციპალიტეტში მოხისის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა არხში. მანქანაში 5 ადამიანი იჯდა, 2-მა გადმოხტომა მოასწრო, 3 წყალში ჩავარდა და დაიღუპა. გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, _ ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.