მებრძოლი, უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ვაფრთხილებ ყველას ბოლოჯერ, ვინც ჩემი პოსტების ქვეშ ცუდად იქცევა.
მინდა, იცოდეთ, არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს რამე თანამდებობა ,არ მქონია. რასაც ვამბობ, ვცდილობ, ვთქვა კორექტულად. ვინც ვერ იგებს ან ვერ ხვდება რა ვთქვი, შეუძლიათ მომმართონ, დარეკონ, დაველაპარაკები ,ავუხსნი.
ვიღებ კრიტიკას ან მოსაზრებას ნორმის ფარგლებში.
დასკვნა: არ მაქვს თმენის ვალდებულება და დედამიწაზეც ბევრი არაფერი მაკავებს. ამიტომ კარგად დაფიქრდით, თორემ ლოცვა მოგიწევთ, რომ სადმე ჩავძაღლდე და მინიმუმ, ხუთასი მეტრის რადიუსში არ მოვაღწიო თქვენამდე .
პატივისცემით, მარად თქვენზე მზრუნველი არჩილ ხოფერია.
საქართველო. გურია. ლანჩხუთი. სოფელი გვიმბალაური”. _ წერს არჩილ ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე